შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირის ბორჩაშვილმა და კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2024 წლის პროგრამების პრიორიტეტების განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.
“მედინა” წარმატები ახორციელებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებს, როგორიცაა:
🔹 ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები
🔹 მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
🔹 ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
🔹 სახსრების ენდოპროთეზირება
🔹 გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურება
🔹 ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურება.
2024 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით – 5 მილიონამდე ლარით გაიზრდება და 38 160 000 ლარი იქნება. დაახლოებით 16 მილიონი ლარი გამოიყოფა ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად, 14 მილიონი ლარით დაფინანსდება სოციალური მიმართულების პროგრამები.