ვაკანსია – უმცროსი მედდა

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” აცხადებს ვაკანსიას ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სამსახურის უმცროსი მედდის პოზიციაზე.

მედინას” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის სამსახური – ადგილი სადაც განსაკუთრებული მზრუნველობა და ფუსფუსია. სწორედ ამ განყოფილებაში მიმდინარეობს დღენაკლული და სხვა პრობლემების მქონე ახალშობილების გამოზრდა და განვითარების მეთვალყურეობა.

ბავშვთა რეანიმაციულ სამსახურს ნეონატოლოგი ნატო გორგაძე ხელმძღვანელობს.

რეანიმაცია აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ახალშობილთა პათოლოგიების და ღრმა დღენაკლული ახალშობილების მართვის.

მედინას” დედათა და ახალშობილთა მოვლის სუბსპეციალიზებული, ყველაზე მაღალი, მესამე დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი აქვს მინიჭებული.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
0422 25 85 13

ან გვეწვიეთ მისამართზე:

ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237