14 ივნისი დონორთა მსოფლიო დღეა!

⚪️ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით “მედინას” სისხლის ბანკში მსურველები უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ.

💬 მედინას” სისხლის ბანკი აღჭურვილია #აფერეზის უახლესი აპარატით, რომლის მეშვეობით მზადდება #თრომბოკონცენტრატები.

🔴 თრომბოკონცენტრატები გამოიყენება თრომბოციტოპენიით დაავადებულ პაციენტებში. თრომბოციტოპენიას კი იწვევს ისეთი დაავადებები, როგორიცაა:
🔸 ლეიკემია
🔸 ანემია
🔸 C ჰეპატიტი ან ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
🔸 ქიმიოთერაპიული მედიკამენტები
🔸 ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
🔸 ელენთის პათოლოგიები
🔸 აუტოიმუნური სისტემური დაავადებები
🔸 სისხლის ინფექცია
🔸 თრომბოციტოპენიური პურპურა
🔸 ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი.

📋🏅 👩‍⚕️ 👨‍⚕️ ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” სისხლის ბანკის სამედიცინო პერსონალს გავლილი აქვს კვალიფიკაციის კურსები ტრანსფუზიოლოგიაში და ფლობენ სათანადო სერტიფიკატსა და ცნობებს სპეციალიზაციის შესახებ.

📝🗜 სისხლის ბანკი სრულად არის აღჭურვილი სამედიცინო საქმიანობის სანებართვო ლიცენზიისათვის საჭირო აპარატურით და დამატებით გააჩნია აფერეზული მეთოდით თრომბოკონცენტრატის მოსამზადებელი აპარატი.

🌡 სისხლის ბანკში მზადდება სისხლის კომპონენტები: ერითრომასა, ახლად გაყინული პლაზმა, თრომბომასა. აქ დამზადებული სისხლის კომპონენტებით მარაგდება ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”, ასევე აჭარის რეგიონის და რეგიონს გარეთ სხვა სამედიცინო დაწესებულები.

🔖ℹ️ ამასთან დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ჩვენს ბანკში არსებული ე.წ. აფერეზის აპარატით – TRIMA ხდება ერთი დონორისაგან იმდენი თრომბოკონცეტრატის მომზადება, რომლის უჯრედული შემადგენლობა უდრის 12–16 დონორისაგან დამზადებულ თრომბომასას და ეფექტურია თრომბოციტოპენიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ.

💉🔬 სისხლის ლაბორატორიული კვლევა ტარდება:
▶️ ბე და ცე ჰეპატიტის ვირუსებზე,
▶️ შიდსის ვირუსზე და სიფილის გამომწვევზე
უახლესი მეთოდებითა და აპარატურით მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ.

🥇 სისხლის ბანკი მონაწილეობს უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამისად ჩვენს მიერ წარმოებულ პროდუქციას პერიოდულად უტარდება ხარისხის გარე კონტროლი მაღალკვალიფიციური საერთაშორისოდ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ.

ℹ️ მისამართი:
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237