54-ე ტრადიციული საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია
ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში”, მედიკოსთა 54-ე ტრადიციული საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის დელეგატი მონაწილეობდა.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ექიმებმა. კერძოდ, ორსულობისა და მწვავე ქირურგიულ დაავადებათა სიმპტომატიკის მსგავსების საკითხები, რეტროცერვიკალური ენდომეტრიოზის მკურნალობა “მედინას” ექიმების გამოცდილებით, ყველაზე ხშირი “ლაბორატორიული შეცდომები”, რაზედაც იშვიათად ან არ ლაპარაკობენ, შაქრიანი დიაბეტის ანგიონეიროპათიული გართულებების პრევენცია და მკურნალობა – ქეისების განხილვა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმა და წარმატებები უსურვა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ და ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ.
მედიკოსთა 54-ე ტრადიციული საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.