ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია

ბათუმში ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია – „Geoanesthesia-2022” მიმდინარეობს.
კონფერენციის გახსნის ცერემონიალს დაესწრო ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” კლინიკური დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე.
ორი დღის განმავლობაში კონფერენციის სასესიო ნაწილში მონაწილეობას მიიღებს “მედინას” ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შორენა ფოცხიშვილი და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები.
კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებს, ტოქსიკოლოგებსა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტებს.
გარდა ქართველი მომხსენებლებისა, კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სპიკერები გერმანიიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სომხეთიდან, საფრანგეთიდან, და ა.შ. ტარდება ვორკშოპები რეგიონალურ ანესთეზიასა და მძიმე სასუნთქი გზების მენეჯმენტში (რეგიონული ასოციაციის (გერმანია, ბერლინი) სერტიფიკატის გაცემის უფლებით). ასევე, ცალკე სექციაა გამოყოფილი ექთნებისათვის.