ბავშვთა დაცვის დღე

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ინიციატივითა და ორგანიზებით ბავშვთა საერთაშორსო დღე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ფონდის ბავშვებთან ერთად აღინიშნა.

ბავშვებს საერთაშორისო დღე კლინიკის დამფუძნებელმა ირის ბორჩაშვილმა მიულოცა და საჩუქრები გადასცა. მათ ტკბილეულით კომპანია “ნუტრიშენ ჯორჯია” გაუმასპინძლდა. ბავშების განწყობაზე ჯამბაზები და მულტფილმის გმირების ფორმებში გამოწყობილი მსახიობები ზრუნავდნენ.

საერთაშორისო დღე ბავშვებთან ერთად აღნიშნა ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” გენერალური დირექტორის მ.შ. ნონო ქაჯაიამ, ახალშობილთა მიმართულების ხელმძღვანელმა ნატო გორგაძემ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის კოორდინატორმა, ვერიკო ბაზიარმა, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, იალია ვერძაძემ, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზურაბ თენიეშვილმა და კომპანია “ნუტრიშენ ჯორჯიას” წარმომადგენელმა, მარიკა კუპრეიშვილმა.