დავით ოქროპირიძე – ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

დავით ოქროპირიძე, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ანესტეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.

ბატონ დავითს სამედიცინო საქმიანობის 34 წლიანი გამოცდილება აქვს.

#ზრუნვა_24_7_ზე #უამრავი_გადარჩენილი_სიცოცხლე

,,მედინას“ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. გერმანული საანესთეზიო და სასუნთქი აპარატებით, გაზოანალიზატორებით, კარდიომონიტორებით, ინფუზომატებით, პამპებით, სისხლის მჟავა ტუტოვანი წონასწორობის და სისხლის გაზების განმსაზღვრელით, ჰემოდიალიზის აპარატით.

ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები მართავენ ინტენსიური თერაპიის პაციენტებს, ახორციელებენ მათ წინასაოპერაციო მომზადებას. დეპარტამენტი ემსახურება 7 საოპერაციო დარბაზს. ჩვენი ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგები ფლობენ გაუტკივარების ყველა არსებულ მეთოდს, რაც დღეს ცნობილია მსოფლიოში.

ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა“ მიეკუთვნება III დონის პერინატოლოგიურ კლინიკას, ემსახურება ყველა სიმძიმის პაციენტს. ხშირად ტარდება კონსილიუმი სხვადასხვა პროფილის ექიმების მონაწილეობით.

ანესთეზიოლოგიური სამსახური უზრუნველყოფს პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებას, როგორც სტაციონარში, ასევე ამბულატორიულ პირობებში (გასტრო–ეზოფაგოდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, ბრონქოსკოპია, ბიოფსია, კუჭის ბოტოქსის ინექცია).

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა“ წარმოადგენს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტებისათვის (სპეციალობით: ანესთეზიოლოგია/რეანიმატოლოგია და მეანობა–გინეკოლოგია) აფილირებულ ბაზას.

ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.