დედა – შვილის გადარჩენილი სიცოცხლე!
🤱 დედა – შვილის გადარჩენილი სიცოცხლე! წარმატებით ჩატარებული კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია.
🤰 პაციენტი: 23 წლის
▶️ დიაგნოზი: ორსულობის 32 4/7 კვირა, პლაცენტის წინმდებარეობა IV ხარისხის, დ.ს.ა (ნაწიბური საშვილოსნოზე 2-ჯერ გადატანილი საკეისრო კვეთის შემდგომი), Placenta Percreta.
💠 23 წლის პაციენტი საწყის ეტაპზე ანტენატალურ მეთვალყურეობას გადიოდა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ორსულობის 28-ე კვირაზე დადგინდა პლაცენტის წინამდებარეობის IV ხარისხი, ნამდვილი მიხორცება. დიაგნოზის სირთულიდან გამო გადმომისამართდა ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“. ჩაუტარდა დამატებითი კვლევები, დაზუსტდა დიაგნოზი, მომზადდნენ დონორები.
💠 პაციენტის “მედინაში” გადმომისამართების შემდეგ დაიწყო ორსულობის მონიტორინგი და მომზადება საოპერაციოდ. საოპერაციო ბრიგადის შემადგენლობა განისაზღვრა მეან–გინეკოლოგებით, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგით, უროლოგით. ოპერაცია ჩატარდა წარმატებით. დედა და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ.
🔹 პლაცენტა პერკრეტა – დედის და ბავშვის სიცოცხლისათვის ძალზედ საშიშია დიაგნოზია, ამ დროს დიდია სისხლდენის განვითარების და დედის დაკარგვის რისკი. აღნიშნული დიაგნოზი საკეისრო კვეთის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულებაა. ამ დროს ხდება პლაცენტის ჩაზრდა საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის კედელში.
🔹 ინვაზიური პლაცენტარული დარღვევების მაჩვენებელი ბოლო წლებში იზრდება. თუ 1970-1980 წწ მონაცემებით აღნიშნული პათოლოგია შეადგენდა 1 შემთხვევას 2510-4017 ორსულობაზე, 1982 – 2000 წწ აღნიშნული მაჩვენებელი ფიქსირდება 533 ორსულობაზე. 2016 წლიდან კი აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად სტაციონარიდან გაწერილი 272 ქალიდან პლაცენტის მიხორცების დიაგნოზი ჰქონდა მათგან ერთ-ერთს.
👨⚕️👩⚕️ 2022 წლიდან დღემდე ჯანმრთელობის ცენტრ „მედინა“ მეან-გინეკოლოგიური გუნდის მიერ, ჯუმბერ უნგიაძის ხელმძღვანელობით იმართა და წარმატებით დასრულდა 10-ზე მეტი შემთხვევა.
🏥 ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“
ჩვენ ვქმნით თქვენს ჯანმრთელობას!
ℹ️ მისამართი:
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237
☎️ 0422 25 85 13
🌐 www.medina.ge