ენდოკრინოლოგის უფასო კონსულტაცია

👩‍⚕️ 8 და 9 ივლისს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” უფასო კონსულტაციას ჩაატარებს ექიმი-ენდოკრინოლოგი ქრისტინა მურადიან. ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში ენდოკრინოლოგიის სფეროში 4 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.
 
კონსულტაციაზე მიიღებიან პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ:
▶️ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები
▶️ მაღალი გლიკემია
▶️ დიაბეტი
 
‼️ პაციენტების მიღება წინასწარი ჩაწერით მიმდინარეობს:
📱 0422 25 85 13
 
ℹ️ მისამართი:
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237

ფარისებრი ჯირკვალი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა ჩვენი ორგანიზმისათვის. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია გამოვლინდება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: დაღლილობა, ძილიანობა, გუნება განწყობის ცვალებადობა, მეხსიერების დაქვეითება, ხელების ტრემორი ( ხელების კანკალი), ტაქიკარდია (გულისცემის გახშირება ), ბრადიკარდია ( გულისცემის გაიშვიათება), ჭარბი წონა ან პირიქით წონის დეფიციტი, არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი, გამუდმებით სიცივის შეგრძნება ან პირიქით გამუდმებით როდესაც გცხელათ, ტკივილის შეგრძნება ფარისებრი ჯირკვლის არეში და ა.შ.

თუ ეს სიმპტომები აღენიშნება პაციენტს აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმ ენდოკრინოლოგს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა მომავალი დედებისათვის. პატარები გონებრივრივად და ფიზიკურად ჯანმრთელები რო დაიბადოს , ძალიან მნიშვნელოვანია რომ მთელი ორსულობის მანძილზე მომავალ დედას იდეალური ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ჰქონდეს! ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჰიპერპროლაქტინემია პროლაქტინის განსაზღვრა.

ჰიპერპროლაქტინემია გამოვლინდება ისეთი სიმპტომებით როგორიცაა: გამუდმებით თავის ტკივილი, გოგონებში სარძევე ჯირკვლიდან გამონადენის არსებობა, არარეგულარული მენსტრუაციული ციკლი, გოგონა შესაძლოა ვერდაფეხმძიმდეს თუ პროლაქტინის დონე მაღალი არის.

“ძალიან ბევრი პაციენტი შემხვედრია ჰიპერპროლაქტინემიის გამო რომ ვერ ფეხმძიმდებოდა, მკურნალობის შემდგომ კი ისინი უსაზღვროდ ბედნიერი დედები არიან” – ამბობს ექიმი ენდოკრინოლოგი – ქრისტინა მურადიან.