ფარისებრი ჯირკვლის კვლევა მედინას კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში

🔖 ფარისებრი ჯირკვლის კვლევა მედინას კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში
ფარისებრი ჯირკვალი ადამიანის ენდოკრინული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები გავლენას ახდენენ ორგანიზმის ყველა სასიცოცხლო პროცესზე. ისინი პასუხისმგებელნი არიან სხეულის სითბოს წარმოქმნასა და ჟანგბადის მოხმარებაზე. მათ აქვთ კონკრეტული მოქმედება ცალკეულ ორგანოებზე – გულზე, ღვიძლზე, თირკმლებზე, ჩონჩხის კუნთებსა და კანზე.

💉🔬ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” ტარდება შემდეგი კვლევები:
🔳 თერეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა სისხლში (TSH)
🔳 თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსაზღვრა სისხლში
🔳 ანტისხეულები თირეოდული პეროქსიდაზის მიმართ (Anti TPO)
🔳 ანტისხეულები თირეოგლობულინის მიმართ (Anti TG)

❓ როდის ჩავიტაროთ ლაბორატორიული კვლევა
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია თირეოიდული ფუნქციის მომატებული ან დაქვეითებული სიმპტომების მქონე პაციენტებში.

☑️ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის ნიშნებია:
– წონაში კლება, ნორმალური ან გაზრდილი მადის ფონზე
– აჩქარებული პულსი და არტერიული წნევის მომატება
– ნაზი, თბილი, ტენიანი კანი, ოფლიანობის ტენდენციით
– კანკალი
– უძილობა, ემოციური დაძაბულობა, გაღიზიანება, ტირილი
– თვალების წინ წამოწევა
– ხშირი შარდვა ან დიარეა.

☑️ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების ნიშნებია:
– წონის მომატება, მადის დაქვეითების ფონზეც კი
– გულისცემის შენელება და დაქვეითებული არტერიული წნევა
– ფერმკრთალი, შეშუპებული, ცივი კანი
– დეპრესია, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება
– ყაბზობა
– წარბების გათხელება ან თმის ცვენა
– სიცივის მუდმივი შეგრძნება.

❓ როგორ მოვემზადოთ კვლევის ჩასატარებლად ანალიზის აღებისათვის საჭიროა ვენური სისხლი. კვლევა ტარდება უზმოდ, დილის საათებში.

🏥 დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
☎️ 0422 25 85 13

ℹ️ მისამართი:
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237