ღვიძლის ფუნქციური სინჯები
ღვიძლი ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. იგი უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს: ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების, ცილების, ვიტამინების წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს.
ღვიძლის ფუნქციური სინჯები – ანალიზების ჯგუფია, რომელიც ექიმს აძლევს ინფორმაციას ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესახებ. ლაბორატორიული კვლევით ხდება ღვიძლის ჯანმრთელობის შეფასება, მისი დაზიანების გამოვლენა და ასევე, იმ პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი, რომელთაც უკვე დადგენილი აქვთ ღვიძლის რომელიმე დაავადება.
ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” ტარდება:
– სისხლის დონის განსაზღვრა
– ფიბრინის დეგრადაციის პროდუქტების განსაზღვრა (D დიმერი)
– საერთო ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (BILT)
– კონიუგირებული ბილირუბინის განსაზღვრა სისხლის შრატში (BILD)
– ალანინამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში(ALAT)
– ასპარტატამინოტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (AST)
– გამაგლუტამინტრანსფერაზის განსაზღვრა სისხლში (GGT)
– ლაქტატდეჰიდროგენაზის განსაზღვრა სისხლში (LDH)
– გიდროლაზების განსაზღვრა სისხლში (ტუტე ფოსფაზა (PLT))
– საერთო ცილის განსაზღვრა სისხლის შრატში (TP)
– ალბუმინის განსაზღვრა სისხლის შრატში (ALB)
– ლიპიდების განსაზღვრა სისხლის შრატში
– საერთო ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლის შრატში (CHOL)
– მაღალი სიმკვრივის ლპ-ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში (ალფა ლიპოპროტეინების) (HDLC)
– საერთო ტრიგლიცერიდების განსაზღვრა სისხლში (TRIG)
როდის ჩავიტაროთ ტესტი
– ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად
– ღვიძლის დაზიანების გამოსავლენად. ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მედიკამენტმა, ალკოჰოლმა და ღვიძლის დაავადებებმა
– როდესაც ადამიანს ღვიძლის დაავადების ნიშნები აქვს, მაგ.სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი, გულისრევა და ღებინება, ქავილი. აღსანიშნავია, რომ დაავადების ადრეულ ეტაპზე ეს სიმპტომები ყოველთვის არ იჩენს თავს
– როდესაც ადამიანს უკვე დადგენილი აქვს ღვიძლის დაავადება, ღვიძლის ფუნქციური სინჯები პერიოდულად ინიშნება, რათა ღვიძლის მდგომარეობა და მკურნალობის ეფექტურობა შეფასდეს
– ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით.
როგორ მოვემზადოთ ანალიზის ჩასაბარებლად
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ. ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს კვლევის შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.