კონფერენცია თემაზე -” კრიზისის მართვა სამედიცინო დაწესებულებებში”

მიმოხილვა

ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ განსაკუთრებული პირობების წინაშე დააყენა სამედიცინო სექტორი, ჯანდაცვის სისტემა მთელ მსოფლიოში და გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. გამოწვევები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პანდემიის პერიოდში, არამედ მის შემდეგაც. პანდემიამ დაგვანახა მთელი რიგი ცვლილებების საჭიროებაც. მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემაში ხორციელდება და სამედიცინო სექტორს მართვაში სიახლეების შეტანის აუცილებლობისკენ უბიძგებს. ტრენინგი განკუთვნილია სამედიცინო დაწესებულებების მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის. ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.
ტრენინგი მონაწილეებს დაეხმარება სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტაში, სისტემურსა და სიტუაციურ მართვაში, ცვლილებების მართვასა და ორგანიზაციის განვითარებაში, სამუშაო გუნდის ეფექტურობისა და თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდაში. ტრენინგის თემატიკა ასევე შეეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პაციენტთა კმაყოფილების ძირითად ინდიკატორებს, ახალი პროდუქტის (სერვისის) დანერგვის აქტუალურ საკითხებს.
ტრენინგი გაჯერებული იქნება შემთხვევათა სიტუაციური ანალიზით და პრაქტიკული საკითხებით.

თემატიკა

• სამედიცინო დაწესებულებების მართვის ტიპები, სისტემური და სიტუაციური მიდგომები
• ორგანიზაციული ცვლილება და განვითარება
• ადამიანური კაპიტალის მართვის მნიშვნელოვანი ასპექტები, თანამშრომელთა მოტივაცია
• მარკეტინგი, ახალი პროდუქტის დანერგვა
• სამედიცინო მომსახურების ხარისხი და პაციენტის კმაყოფილება
• რისკის მენეჯმენტი, კრიზის მართვა

ტრენერი

სოფო ხაჟომია
სამუშაო ადგილი/პოზიცია: კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სამუშაო გამოცდილება:
• საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აპარატის უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
• საკონსულტაციო კომპანია „თისითი კონსალტინგის“ დირექტორი
• კლინიკა „დენტოკლუბის“ კონსულტანტი
• ფარმაცევტული კომპანია „სახალხო აფთიაქის“ ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მმართველი საბჭოს წევრი
• ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ამბულატორიული და დიაგნოსტიკური მიმართულების ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორის მოადგილე
• საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
• ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ჯანდაცვის პროექტების განვითარების კოორდინატორი

განრიგი

• ტრენინგის დასაწყისი – 7 ივლისი
• ტრენინგის ხანგრძლივობა:12 საათი (2 შეხვედრა)
• ტრენინგის პერიოდულობა – 7,8 ივლისი
• ტრენინგის დრო 12:00 – 18:00 საათი
• ლოკაცია: სასტუმრო “შერატონი” ბათუმი

საფასური და რეგისტრაცია

• ტრენინგის ღირებულება: 500 ლარი
• გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScgkX5-wdH6Yhaiw83mX42mvubuVh9KR5BNGmDdER1UdnxUlg/viewform?fbclid=IwAR1CPtI_uW939PzwGoKvlg76AC7aQ6r5XqB8ZUvRCZ_rIIRvTbZjMlnCUBM