ლაბორატორიული სერვისები 24/7-ზე

რუსუდან ლორია – ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კლინიკურ – დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

„მედინას“ კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია 14 წლიან ისტორიას ითვლის. ჩვენთან კვლევები უახლესი ანალიზატორებით ტარდება. გამოკვლევების სანდოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს შიდა და გარე ხარისხის კონსტროლის სისტემა. ლაბორატორია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით. „მედინა“ თანამშრომლობს სხვადასხვა სადიაგნოსტიკო ცენტრებთან, რაც უზრუნვეყოფს პაციენტისათვის მომსახურების მიწოდებას ერთი ფანჯრის პრინციპით. კვლევების პასუხები იგზავნება ონლაინ. ჩვენთან ასევე შესაძლებელია დნმ-ის კვლევის ჩატარება. მოქალაქეებს ასევე შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ჩვენი ბინაზე მომსახურების სერვისიც”, – ამბობს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, რუსუდან ლორია.

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” #კლინიკურ-#დიაგნოსტიკური #ლაბორატორიში გასული ორი წლის განმავლობაში განხორციელდა ჰემატოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური, ჰემოსტაზის ანალიზატორების განახლება, გაუმჯობესებული მოდულებით.

“მედინაში” შესაძლებელია შემდეგი კვლევების ჩატარება:

  • ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
  • შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა
  • სასქესო ჰორმონები
  • ონკომარკერები
  • ჰემატოლოგიური და იმუნოჰემატოლოგიური გამოკვლევები
  • შარდის გამოკვლევა
  • ჰემოსტაზის სისტემის პარამეტრების გამოკვლევა
  • ღვიძლის ფუნქციის სინჯები
  • თირკმლის ქუნქციის სინჯები
  • რევმატიული სინჯები
  • სისხლის გაზები, ელექტროლიტები და მიკროელემენტები
  • ინფექციები
  • დნმ
  • მამობის დადგენა

ლაბორატორია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამედიცინო კადრებით.

კლინიკური გამოკვლევების ყველა მიმართულებაში გამოყენებულია სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი მსოფლიო წამყვანი ბრნდების უახლესი ტექნოლოგიები:
– Roche
– Sysmex
– Stago
– Siemens და სხვა.

“მედინაში” კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები ტარდება 24 საათის განმავლობაში.

იხილეთ ვიდეო