ლევან ქობალია -“მედინას” გადაუდებელი სამსახურის ხელმძღვანელი
ლევან ქობალია – ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” გადაუდებელი სამსახურის (ემერჯენსი) ხელმძღვანელი.
18 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს გადაუდებელ მედიცინაში.
უმაღლესი განათლება:
- ქ. თბილისი – „თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი“
- ქ. კიევი – „შუპიკას სახელობის სამედიცინო აკადემია“
2004 წლიდან საქმიანობს საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
“მედინას” ემერჯენსი პაციენტებს მომსახურებას განახლებულ გარემოში სთავაზობს.
ემერჯენსში მოწყობილია ორსულთა იზოლირებული სივრცე, ასევე ბოქსირებული პალატა.
გადაუდებელი მედიცინის სამსახურში ხორციელდება:
- გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება
- სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის შეფასება
- საჭირო კვლევების ჩატარება
- დიაგნოზის დასმა
- შესაბამისი მკურნალობის გაწევა
- დიაგნოზის მიხედვით სტაციონარში მოთავსება ან
- ბინაზე გაწერა ექიმის დანიშნულებით.
ემერჯენსი ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში, განყოფილება აღჭურვილის უახლესი აპარატურით.
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237
0422 25 85 13