ლევან ქობალია -“მედინას” გადაუდებელი სამსახურის ხელმძღვანელი

ლევან ქობალია – ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” გადაუდებელი სამსახურის (ემერჯენსი) ხელმძღვანელი.
 
18 წლიანი სამუშაო გამოცდილება. ფლობს სახელმწიფო სერთიფიკატს გადაუდებელ მედიცინაში.
 
უმაღლესი განათლება:
  • ქ. თბილისი – „თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი“
  • ქ. კიევი – „შუპიკას სახელობის სამედიცინო აკადემია“
 
2004 წლიდან საქმიანობს საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
 
“მედინას” ემერჯენსი პაციენტებს მომსახურებას განახლებულ გარემოში სთავაზობს.
 
ემერჯენსში მოწყობილია ორსულთა იზოლირებული სივრცე, ასევე ბოქსირებული პალატა.
 
გადაუდებელი მედიცინის სამსახურში ხორციელდება:
  • გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება
  • სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის შეფასება
  • საჭირო კვლევების ჩატარება
  • დიაგნოზის დასმა
  • შესაბამისი მკურნალობის გაწევა
  • დიაგნოზის მიხედვით სტაციონარში მოთავსება ან
  • ბინაზე გაწერა ექიმის დანიშნულებით.
 
ემერჯენსი ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში, განყოფილება აღჭურვილის უახლესი აპარატურით.
 
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237
0422 25 85 13