ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდას, რუსუდან ჩხაიძეს 70 წელი შეუსრულდა

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას”, ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდას, რუსუდან ჩხაიძეს 70 წელი შეუსრულდა.
ღვაწლმოსილ მედდას საიუბილე თარიღი “მედინას” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ირის ბორჩაშვილა, კლინიკურმა დირექტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ და კლინიკის თანამშრომლებმა მიულოცეს.
მინისტრის მოადგილემ, რუსუდან ჩხაიძე, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამინისტროს სიგელით დააჯილდოვა.
რუსუდან ჩხაიძეს დამთავრებული აქვს თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელი, ფერშლის სპეციალობა. მუშაობდა ლანჩხუთის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოში ოტოლარინგოლოგიურ და სტომატოლოგიურ კაბინეტებში, 2028 წლიდან დღემდე ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინას” ლითოტრიფსიის კაბინეტის მედდად.