დღეს ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” დაბადების დღეა

ირის ბორჩაშილის სახელობის სამედიცინო ცენტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო ბაზარზე 15 წელს საქმიანობს. ამ ხნის განმავლობაში კლინიკამ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით, მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითა და უახლესი სამედიცინო აპრატურით თავისი ნიშა დაიკავა.

კლინიკაში თავმოყრილია აკადემიური ხარისხსი სამედიცინო პერსონალი. აქ დანერგილია პაციენტთა მომსახურების მაღალი სტანდარტი, მკურნალობის ინდივიდუალური, თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები.

150 საწოლზე გათვილი მრავალპროფილური კლინიკა პაციენტებს 24 საათის განმავლობაში სთავზობს სხვადასხვა სახის სერვისებს.