მინიფლებექტომია

ანგიოქირურგმა, ფლებოლოგმა, მედიცინის დოქტორმა ირაკლი პაპასკუამ ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” მორიგი ოპერაცია ჩაატარა.
 
მინიფლებექტომია 40 წლამდე პაციენტს ჩაუტარდა, პროცედურა ვარიკოზის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
 
ვარიკოზული ვენების რთული და ხანგრძლივი ქირურგიული ოპერაციები თანამედროვე მკურნალობის მეთოდების განვითარების დამსახურებით მცირეინვაზიურ პროცედურებმა ჩაანაცვლა. რაც ნიშნავს, რომ მანიპულაცია არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას და ხანგრძლივ რეაბილიტაციას, მნიშვნელოვნად მცირეა გვერდითი მოვლენების განვითარების შანსი.
 
ირაკლი პაპასკუა ესთეტიკური მედიცინის მიმართულებითაც საქმიანობს. ის საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის პარალელურად პროფესიულ საქმიანობას პეტერბურგში ახორციელებს.