მოსწავლეების ვიზიტი “მედინას” ლაბორატორიაში
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ქ. ბათუმის, ფიზიკა-მათემატიკის N- 6 საჯარო სკოლის ბიოლოგიის კლუბ ,,ნატურას” წევრები სტუმრობდნენ.
პროექტის – ,,სოციალური ჯანდაცვა” ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ “მედინას” კლინიკურ-დიგნოსტიკურ ლაბორატორიაში არსებულ კვლევების ტიპებს, რომელთა ჩატარებაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ასევე ლაბორატორიაში არსებულ თანამედროვე აპარატურას.
მოსწავლეებს ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ ექიმი-ლაბორანტი, რუსუდან ბეჟანიძე ესაუბრა და აუხსნა სისხლის ჯგუფებისა და რეზუს-ფაქტორის დადგენის სპეციფიკა, კოაგულოგრამის მონაცემების არსი და ა.შ. ბავშვებმა მიკროსკოპში დაათვალიერეს სისხლის პრეპარატი, მიიღეს კითხვებზე ამომწურავი პასუხები და შთაბეჭდილებებით დატოვეს კლინიკა.
“მედინას” კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში კვლევები ტარდება უახლესი ანალიზატორებით.
ლაბორატორიაში შესაძლებელია შემდეგი კვლევების ჩატარება:
– ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
– შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტიკა
– სასქესო ჰორმონები
– ონკომარკერები
– ჰემატოლოგიური და იმუნოჰემატოლოგიური გამოკვლევები
– შარდის გამოკვლევა
– ჰემოსტაზის სისტემის პარამეტრების გამოკვლევა
– ღვიძლის ფუნქციის სინჯები
– თირკმლის ფუნქციის სინჯები
– რევმატიული სინჯები
– სისხლის გაზები, ელექტროლიტები და მიკროელემენტები
– ინფექციები.
გამოკვლევების სანდოობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს შიდა და გარე ხარისხის კონტროლის უწყვეტი სისტემა.
ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრებით.
კლინიკური გამოკვლევების ყველა მიმართულებაში გამოყენებულია სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი მსოფლიო წამყვანი ბრენდების უახლესი ტექნოლოგიები:
– Roche
– Sysmex
– Stago
– Siemens და სხვა.
“მედინაში” კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში.