ორთოპედ – ტრავმატოლოგია 24/7-ზე
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინა” პაციენტებს სთავაზობს ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ მომსახურებას 24 საათის განმავლობაში.
“მედინას” ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის ცენტრი სრულად შეესაბამება მსოფლიო სამედიცინო სტანდარტებს და სპეციალიზებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, კონსერვატიული და ოპერაციული მკურნალობის მეთოდების და პაციენტების პოსტოპერაციულ მკურნალობაზე.
“მედინას” ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გადაუდებელი ტრავმატოლოგიური დახმარების სერვისებს და ორთოპედიულ ოპერაციებს. ოსტეოსინთეზის და ენდოპროთეზირებისთვის მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული ევროპული და აშშ მწარმოებლების მიერ მოწოდებული მასალები გამოიყენება.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ორთოპედიული და ტრავმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის “მედინა” აღჭურვილია ექოსკოპიის, რენტგენის, კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (MRT) ულტრათანამედროვე აპარატურით.
ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია
ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტები გადიან ფიზიოთერაპიის და რეაბილიტაციის ინდივიდუალურ კურსს.
სერვისები:
24 საათიანი მომსახურება
– ენდოპროთეზირება
– ართროსკოპია
– მინი – ინვაზიური პროცედურები
– მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობა, ოსტეოსინთეზი
– შიდა ფიქსაცია
– გარე ფიქსაცია
– ძვლის ტრანსპლანტაცია
– ღეროვანი უჯრედების გადანერგვა
– ოპერაციები მყესებზე
– მაკორეგირებელი ოსტეოტომია
– კიდურების დაგრძელება
– სიმაღლეში ზრდა ლულოვანი ძვლების დაგრძელებით
– ართროდეზი
– იოგოვანი აპარატის რეკოსნტრუქცია
– რბილი ქსოვილების რეკონსტრუქცია
– ვაკუუმ თერაპია ღია მოტეხილობების, რბილი ქსოვილების დეფექტების და ინფექციების არსებობის დროს
– სახსარშიდა ინექციები
– ნაწოლების ქირურგიული მკურნალობა
– ფიზიოთერაპია
– რეაბილიტაცია
– ამპუტაცია.
“მედინას” ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის ცენტრის მომსახურების სფეროები მოიცავს მოტეხილობებეს, პოსტტრავმულ დეფორმაციებს, არასწორად შეხორცებულ მოტეხილობებს, ართროზებს, ცრუ სახსარს, რბილი ქსოვილის დაზიანებებს, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პოსტტრავმულ და იმპლანტთან ასოცირებულ ინფექციებს.
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას”ორთოპედიის და ტრავმატოლოგიის ცენტრი დაკომპლექტებულია საქართველოს წამყვანი ორთოპედ-ტრავმატოლოგებით.