რეანიმაციული და ნეიროქირურგიული გუნდის მიერ გადარჩენილი კიდევ ერთი სიცოცხლე

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინას“ რეანიმაციული და ნეიროქირურგიული გუნდის მიერ გადარჩენილი კიდევ ერთი სიცოცხლე.

🙍‍♂️ თორნიკე მჭედლიშვილი, 17 წლის

პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ “მედინაში” მოყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ უმძიმეს მდგომარეობაში. დაშავებული ემერჯენსიდან მალევე გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ დეპარტამენტში, სადაც გაუგრძელდა ხანგრძლივი მკურნალობა.

ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ნეირომედიცინის დეპარტამენტებში მკურნალობის დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული მძიმე ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის კეროვანი ტრავმა, სკალპის ღია ჭრილობა, ცერებრული კომა, ასპირაციული პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა III ხარისხის.

ჩატარებული ინტენსიური თერაპიული მკურნალობის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა, მოხსნილი იქნა მართვითი სუნთქვიდან, გადაყვანილი იქნა ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში, საიდანაც დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა სახლში. პაციენტი სახლში გააგრძელებს რეაბილიტაციის პროცესს.

ჯანმრთელობის ცენტრ ,,მედინას“ ემერჯენსის, ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის, ნეიროქირურგიის, რადიოლოგიისა და ლაბორატორიის დეპარტამენტების ურთიერთანამშრომლობით წარმატებით დასრულდა ახალგაზრდა პაციენტის სამედიცინო ისტორია.