სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “თანამედროვე ლაბორატორიული მედიცინის მიღწევები და გამოწვევები”

საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაცია (GLM), ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის (BAU Batumi) და ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ორგანიზებით 17 -18 სექტემბერს გაიმართა სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “თანამედროვე ლაბორატორიული მედიცინის მიღწევები და გამოწვევები“.

სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია აკრედიტებული იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან, დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

კონფერენცია გახსნა საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, თინა ბუკიამ ისაუბრა ასოციაციის მიღწევებსა და მიზნებზე.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა.

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კლინიკურ დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ისაუბრა, თემაზე: ყველაზე ხშირი „ლაბორატორიული შეცდომები“ რაზედაც იშვიათად ან არ ლაპარაკობენ.

„უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ჩვენს ქვეყანაში კლინიკურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში შემოვიდა თანამედროვე ტექნოლოგიები. მათ შორის ერთ-ერთი პირველი 2007 წლიდან, იყო „მედინას“ ლაბორატორია. კლინიკური გამოკვლევების ყველა მიმართულებაში გამოყენებულია სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი მსოფლიო წამყვანი ბრნდების უახლესი ტექნოლოგიები. დღევანდელი გადასახედიდან უახლესი ტექნოლოგიებით ნაკლებად გავაკვირვებთ ვინმეს. ეხლა, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დაგროვილი გამოცდილების გაზიარება კლინიცისტებსა და ლაბორატორიის სამსახურს შორის. რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გუნდური მუშაობა მნიშვნელოვანია და ზოგჯერ გადამწყვეტიც“ – აღნიშნა რუსუდან ლორიამ.

კონფერენციის ერთ-ერთი სპონსორი იყო ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“.