აშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის კიბოს უფასო სკრინინგი 26-60 წლის ასაკის ქალებისათვის

თუ ხართ აღნიშნული ასაკის საქართველოს მოქალაქე (გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებულისა) და გასული სამი წლის განმავლობაში არ გისარგებლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამით ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” გთავაზობთ უფასო კონსულტაციას და კვლევებს.

სკრინინგი მოიცავს:
– ოჯახის ექიმის ან/და გინეკოლოგის მიერ გასინჯვა, პაპ-ნაცხის აღება
– პაპ-ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით

პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში:
– კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება
– აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტოლოგიური კვლევა

ჩაწერისათვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:
0422 25 85 13

ან გვეწვიეთ მისამართზე, ირის ბორჩაშვილი ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა”
ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი N237