სიახლე – 28 დღემდე ასაკის ბავშვის ამბულატორიული მიღება

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ნეონატოლოგიურ სერვისებს დაემატა 28 დღემდე ასაკის ბავშვის ამბულატორიული მიღების მომსახურება.

ახალშობილთა ამბულატორიულ მიღებას განახორციელებს ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, პედიატრი, ნეონატოლოგი ზოგადი პროფილის ექიმი – ნატო გორგაძე.

მიღების დღეები:
ორშაბათი-პარასკევი
10:00 – 12:00 საათი

ნატო გორგაძეს აქვს პროფესიული საქმიანობის მრავალწლიანი  გამოცდილება. გადარჩენილი ჰყავს არაერთი უმცირესი წონის და კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ახალშობილი.

ფლობს სერტიფიკატებს:

– ნეონატოლოგიაში
– რიტიკულ მედიცინაში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:
0422 25 85 13