სტუმრად უმცირესი წონით დაბადებულ ბავშვებთან
ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” გენერალური დირექტორის მ.შ. ნონო ქაჯაიამ, ახალშობილთა მიმართულების ხელმძღვანელმა ნატო გორგაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა ქეთევან შერვაშიძემ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” დაბადებულ ბავშვებს მიულოცეს.
“ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრი “მედინა” ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კლინიკაში დაბადებულ პატარებს ყოველწლიურად საზეიმო ღონისძიებაზე ეპატიჟებოდა. კორნავირუსის პანდემიის გამო წელს ეს ტრადიცია დავარღვიეთ და ბავშვებს ოჯახებში თავად ვესტუმრეთ, რათა ისისნი უფრო დაცულები იყვნენ. ყველა პატარას ვუსურვებ ჯანმრთელობას, წინსვლას და წარმატებას” – აღნიშნა ნინო ქაჯაიამ.
საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კლინიკის გენერალური დირექტორის მ.შ-მა ექიმებთან ერთად ის ბავშვები მოინახულა, რომლებიც “მედინას” სამედიცინო პერსონალის ძალისხმევით გადარჩნენ. დაბადებისას მათი წონა 600 გრ-დან – 1 კგ-მდე განისაზღვრებოდა, რამდენიმე თვე კლინიკაში დაჰყვეს და დღეს მშობლებთან ერთად ოჯახებში ბედნიერად ცხოვრობენ.
“ვულოცავ ყველა პატარას ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს. ბედნიერი ვარ, რომ მოვინახულეთ ჩვენი გაზრდილი ბავშვები, მათთან შეხვედრამ სიამაყის გრძნობით ამავსო. მადლობა მინდა გადავუხადო “ნუტრიშენ ჯორჯიას” ამ შესანიშნავი დღის მხარდაჭერისთვის” – განაცხადა ნატო გორგაძემ.
ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” წარმომადგენლებმა ბავშვებს ტკბილეული და საჩუქრები გადასცეს. ოჯახებში ვიზიტი კომპანია “ნუტრიშენ ჯორჯიას” (ნუტრილაკი) მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა”.