ტრენინგი თემაზე – “კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე სტანდარტები”

“კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე სტანდარტები“ – ამ თემაზე დღეს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ კონფერენცია/ტრენინგი გაიხსნა.

სამი დღის განმავლობაში ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასა“ და სხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებს ტრენინგი “კრიტიკულ ახალშობილთა მართვის თანამედროვე სტანდარტები” საკითხზე ევროპული გამოცდილებისა და ამერიკული პროგრამა S.T.A.B.L.E. (სთეიბლის) მიხედვით ჩაუტარდებათ, რომელიც აკრედიტებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, როგორც ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა.

“ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექიმების სპეციალიზაციისათვის და მძიმე ახალშობილების ეფექტურად მართვისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ ტრენინგს ესწრენიან არამარტო ჩვენი კლინიკის ექიმები, არამედ სხვა რეგიონებიდან მოწვეული ნონატოლოგები. მიხარია, რომ მათ “მედინაში” ვმასპინძლობთ”, – აღნიშნა ახალშბილთა მიმართულების ხელმძღვანემა, ნატო გორგაძემ.

ტრენინგს წარმართავს პედიატრი, ნეონატოლოგი, პროგრამა S.T.A.B.L.E.-ის სერტიფიცირებული ტრენერი – დავით კვირკველიძე.