უფასო კონსულტაცია და კვლევები
2-3 ივნისს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” უფასო კონსულტაციასა და კვლევებს ჩაატარებს პროფესორ ი. ჟორდანიას დ პროფესორ ა. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი – ლუდა ბარბაქაძე.
აქციის ფარგლებში ჩატარდება რეპროდუქტოლოგისა და მეან- გინეკოლოგის უფასო:
- კონსულტაცია
- ექოსკოპიური კვლევა
- სპერმოგრამა
კონსულტაციაზე მიიღებიან პაციენტები რომელთაც აწუხებთ ან ესაჭიროებათ:
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა
- ინ ვიტრო განაყოფიერება
- საშვილოსნოსშიგა ინსემინაცია
- გინეკოლოგიური-ენდოკრინოლოგია
- კლიმაქტერული სინდრომი
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიები
- თვითნებითი აბორტები
კლინიკაში ვიზიტისას სასურველია პაციენტმა თან იქონიოს ჩატარებული კვლევების პასუხები.
პაციენტების მიღება წინასწარი ჩაწერით მიმდინარეობს:
0422 25 85 13