ულტრასონოგრაფიული კვლევა გადაუდებელ მედიცინაში

ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“გრძელდება აკრედიტებული ტრენინგ-კურსები.

ამჯერად თემაზე – “ულტრასონოგრაფიული კვლევა გადაუდებელ მედიცინაში” სასერთიფიკაციო კურსს გადაუდებელი მედიცინის, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ექიმები გადიან.

ორი დღის განმავლობაში, ტრენერები – გადაუდებელი მედიცინის ექიმი, ექიმი ექოსკოპისტი, თამარ ხურციშვილი და ექიმი თერაპევტი, ექიმი ექოსკოპისტი, დიმიტრი წვერავა ტრენინგის მონაწილეებს ულტრასონოგრაფიული კვლევის მეთოდებსა და პროტოკოლებს გააცნობენ.

ტრენინგის მიზანია გადაუდებელი მედიცინის, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ექიმების საქმიანობაში ახლი მიმართულების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს ულტრასონოგრაფიული კვლევის ყოველდღიურ პრაქტიკაში გამოყენებას.

ტრენინგი თემაზე, ულტრასონოგრაფიული კვლევა გადაუდებელ მედიცინაში შექმნილი და დანერგილია გადაუდებელი მედიცინის ასოციაციის მიერ.