საქართველოს წამყვანი უროლოგების კონსულტაცია “მედინაში”

დღეს, ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანმა უროლოგებმა – ამბროსი პერტიამ, ალექსანდრე უჯმაჯურიძემ და️ ლევან ვარშანიძემ “მედინაში” უფასო კონსულტაციები და კვლევები ჩაატარეს.

დედაქალაქიდან მოწვეული სპეციალისტები პაციენტთა უფასო მიღებას ხვალაც გამართავენ. ასევე ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ გეგმიურ უროლოგიურ ოპერაციებს.

კონსულტაციაზე მიიღებიან პაციენტები რომელთაც აწუხებთ:
📌 შარდკენჭოვანი დაავადება
📌 მამაკაცთა უნაყოფობა
📌 მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი
📌 ურეთრის სტრიქტურები, ობლიტერაციები
📌 ურეთრიტები და საშარდე გზების ინფექციები
📌 თირკმლის, შარდის ბუშტის და პროსტატის სიმსივნეები
📌 თირკმლის ჭვალი
📌 წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია
📌 ცისტიტები
📌 შარდის შეკავება
📌 შარდის შეუკავებლობა
📌 ქალის სასქესო ორგანოების პროლაფსი
📌 ერექციული დისფუნქციები (იმპოტენცია) და ეაკულატორული დარღვევები
📌 ვარიკოცელე და ჰიდროცელე და ა.შ.

ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინასა“ და „ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის ივლისში გაფორმდა.

თანაშრომლობის ფარგლებში მხარეები პაციენტების ერთობლივ მიღება-კონსულტირებას და ოპერაციებს პერიოდულად ჩაატარებენ.