,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ პროგრამის მოსარგებლეს, ირმა ტაკიძეს ვაჟი შეეძინა

ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის – ,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ მოსარგებლეს, ქალბატონ ირმა ტაკიძეს ვაჟი შეეძინა.

ლაშა-გიორგი დადიანი 2.800 კგ დაიბადა, ირმა ტაკიძის ორსულობის მეთვალყურეობას “მედინას” მეან-გინეკოლოგი, ხათუნა სამნიძე ახორციელებდა, საკეისრო კვეთა მეან-გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ჯუმბერ უნგიაძემ ჩაატარა.

დღეს ახალშობილი და დედა კლინიკაში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე, მარი ზანაქიძემ მოინახულა და მშობლებს ლაშა-გიორგის დაბადება მიულოცა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროგრამა – ,,უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ გასულ წელს დანერგა და წელსაც წარმატებით გრძელდება.

2023 წლიდან:
☑ გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და 700 000 ლარს შეადგენს;
☑გაიზარდა დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 300 000-მდე.
☑ უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3NgyOMC